wyali

Loading...

Monday, June 7, 2010


წყალი - წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე (სქელ ფენებში ან აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია), ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.

დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი მ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.

დედამიწის გარდა წყლის არსებობა დადასტურებულია რამდენიმე სხვა ციურ სხეულზე (ევროპა, ევკლიდე).წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი რესურსია.დადამიწის ზედაპირის 70% წყალი შეადგენს.მიუხედავად ბუნებაში ფართოდ გავრცელებისა, მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა.
როგორ ფიქრობ, რატომ განიცდის დღეს ბევრი ქვეყანა სასმელი წყლის დეფიციტს?
წყალი სიცოცხლის წყარო და საშენი მასალაა, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს და იყენებს. თუ საკვების გარეშე ადამიანი თვეების განმავლობაში ძლებს,წყლის გარეშე ის რამდენიმე დღეში დაიღუპება.ადამიანის ორგანიზმის 70% წყალია. წყლის ეს რაოდენობა უნდა იქნას შენარჩუნებული,ვინაიდან 20%-მდე წყლის დაკარგვა ორგანიზმის დაღუპვას იწვევს. ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს წყალს:ბოსტნეული-80-90%,ხორცი-50%,რძე-87-89% და ა. შ.
წყალი უნივერსალური გამხსნელია.მას ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერება შეაქვს, ყველაფერი ზედმეტი კი გამოაქვს.
ბუნებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს წყლის წრებრუნვა
http://www.google.ge/